"გაგრამ" პენალტების სერიაში "სამგურალს" სძლია და საქართველოს თასს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 დეკემბერს, გორში ჩატარებულ საქართველოს თასის ფინალში "გაგრამ" სამგურალი" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.

თასის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებიც ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად იბრძვიან. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი 5:3 "გაგრამ" იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ 55-ე წუთზე მსაჯმა წყალტუბოელი თედო კიკაბიძე გააძევა და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

"გაგრამ" მეორედ მოიპოვა თასი და უეფას კონფერენს ლიგაში იასპარეზებს.

გორი."თენგიზ ბურჯანაძე.
სამგურალი - გაგრა 0:0 (პენ 3:5)
გაძევება: კიკაბიძე (55)

სამგურალი: მეშველიანი, ბანძელაძე, პატარკაციშვილი, ტურე, კუხიანიძე, გაზდელიანი, ფონიავა,
ქურდაძე, დოლიძე (ჩიხლაძე 72), ბურჯანაძე, კიკაბიძე

გაგრა: კერესელიძე, ხოსიტაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, ივანიაძე (ერგემლიძე 85), ხაბელაშვილი (კაკიაშვილი 106), ქობულაძე, ვეკუა, სულთანიშვილი (მანაგაძე 106), მაქაცარია, ლაღაძე (ოქროპირიძე 84)

მკითხველის კომენტარები / 8 /
მტერს და ავს ვისაც გაგრა დაეჯახება ეროპაზე
ტრისტანა7
20:13 04-12-2020
0
მეოთხედფინალი ნახევარფინალი ფინალი გოლი არ გაუტანია გაგრას და თასი მოიგეს )))) რავიცი რავიცი
rodemdeeee
23:54 04-12-2020
0

სიახლეები პოპულარული