ისტორიაში პირველად - მეოთხე ლიგაში მონაწილე "ლოკომოტივი 2" საქართველოს თასის ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრა "ლოკომოტივ 2"-სა და "საბურთალოს" შორის გაიმართა, ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "ლოკომოტივ 2"-მა 7:6 გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად მეოთხე ლიგის გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 54-ე წუთზე "საბურთალო" 10 კაცით დარჩა, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გიორგი ჯგერენაია მოედნიდან გააძევა.

მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამო" 2:0 დაამარცხა.

ფინალურ მატჩს 7 დეკემბერს ბათუმი უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ლოკო 2 ასეთი მაგარი გუნდი ყოფილა (თასის ფინალში გავიდნენ) ერთ რამეს ვერ ვხვდები ძირითად გუნდში რატო არ ათამაშებდნენ ამ ბიჭებს? (ლოკო კი არ გავარდებოდა შეიძლება ჩემპიონობაზეც გაეწიათ)
მაროკო
03 ნოემბერი 2022 02:38
0
ნუ აკნინებთ ლოკოს შედეგს კომენტარით და ლაიქებით და ნუ უძებნით ასეთი შედეგის გამარტლებას ცუდი დონით რა დონეც არ უნდა იყოს სულ რო უბნის ჩემპიონატი ეს არის გმირონა კაი 1 2 თამაში გაგიმართლოს მარა ფინალამდე? ანუ დონე რო მოგწონდეთ მარტო ეროვნული ლიგის უნდა გავიდეს? ინგლისში პრემიერლიგის 2012-2013 სეზონში გავარდნილმა უიგანმა თასის ფინალი სიტის მოუგო ამიტო სანამ დაწერთ არ ვაკნინენ და გააგრძელებთ სიტყვა მაგრამით ეგ უკვე დანინებაა
ნოდო
02 ნოემბერი 2022 18:01
6
სუ ახალგაზრდებია ტალანტები წარმატებები კონფერენს ლიგაზე მერე ევროპის ლიგებში გადასვლა
კიკი
02 ნოემბერი 2022 22:20
0
რა სისულელეა
ზურა
02 ნოემბერი 2022 20:25
3

სიახლეები პოპულარული