ლორიას დიდებული დაბრუნება - სუპერთასის ფინალში ერთმანეთს ორი "დინამო" შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს სუპერთასის განახლებული ფორმატით ტარდება, ოთხი გუნდი იღებს მონაწილეობას და ნახევარფინალები ჩატარდა.

სამტრედიაში "ტორპედოსა" და ბათუმის "დინამოს" მატჩი 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი აჭარულმა გუნდმა 6:5 იმარჯვა.

თბილისის "დინამო" "დილასთან" 72-ე წუთზე იმრანმა დააწინაურა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ  გომისმა ანგარიში გაათანაბრა. თერთმეტმეტრიანების სერიაში 37 წლის მეკარე გიორგი ლორიამ გამოიჩინა თავი, რომელიც დედაქალაქურ გუნდში ახლახან დაბრუნდა. მან ორი დარტყმა მოიგერია და "დინამომ" 4:2 მოიგო.

4 ივლისს, ფინალში თბილისის "დინამო" ბათუმის "დინამოს" შეხვდება, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში "ტორპედო" და "დილა" დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სადაა სამართალი ტატარუშანუ მილანის მეკარე უნდა ყოფილიყო და გიორგი ანართოსისის.
რრრ
13:46 01-07-2023
0
გიორგი მაგარი მეკარეა, არ გაუმართლა იმაში რომ გაცილებით ძლიერ კლუბებში თამაშს იმსახურებდა
ალეკსანდრე
09:49 01-07-2023
0

სიახლეები პოპულარული