დირკ შუსტერმა გერმანულ პრესასთან "ტორპედოში" მისვლის მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბინადარმა "ტორპედომ" გუშინ გვაუწყა, რომ 3 წლით კლუბი ცნობილმა სპეციალისტმა დირკ შუსტერმა ჩაიბარა, რომელიც 2016 წელს გერმანიის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

სწორედ გერმანული გამოცემა "ბილდი" დაინტერესდა, თუ რატომ გადაწყვიტა შუსტერმა საქართველოში გადაბარგება, რაზედაც მშობლიურ გამოცემას დამრიგებელმა შემდეგი მიუგო:

"კლუბი რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ცდილობდა, რომ ჩვენთვის ბევრი გაეკეთებინა და საქმე დაენახებინა, რაც ჩემთვის შთამბეჭდავი იყო.

აქ იქმნება მართლაც საინტერესო პროექტი გამოცდილი პროფესიონალებით და ახალგაზრა ტალანტებით, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა შუსტერმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გერმანელებს ყველაფერი აუხსნეს... ნუ, ახლა ჩვენი ჯერია...
დდდ
18:10 11-02-2025
0
კიდევ ერთხელ ვამბობ ყინული დაიძრა და ეს დანიშვნა მგონია რაღაც დიდი წარმატების და სიხარულის მომტანი იქნება ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის, ცოტაც და ისეთივე 1/2 კლუბი გვეყოლება, როგორიც ჩვენი ნაკრებია,რომელთანაც რა დონის გუნდიც არ უნდა იყოს ვერავინ წინასწარ დაგეგმავს აუცილებლად გამარჯვებას, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია პერიოდულად. თუ არა და ამოვიდა ყელში ხან ნაპოლის, პსჟ-ს, ლიონის და სხვა გუნდების საკლუბო დროშების ფრიალი და 10-დან 9 საფეხბურთო ნიუსი კვარაზე,მის კონტრაქტზე,ხელფასზე,მსურველ კლუბებზე, რომელმა ყოფილმა ფეხბურთელმა რა თქვა, ასევე სოფასკორეს და ფლეშსკორეს შეფასებები.....კვარას არაფერს ვერჩი რა თქმა უნდა მან თავისი საქმე უკვე გააკეთა,ქვეყანაში საფეხბურთო ბუმს სული ჩაჰბერა და მთელი ქვეყანა გააბედნიერა,ქართველების ვოიაჟი ევრო-24-ზე-ერთ მუშტად შეკრული საქართველო, ისტორიაში შევიდა ოქროს ასოებით. ახლა ქართული საკლუბო ფეხბურთის ჯერი დადგა და მგონია პირველი ნაბიჯი გადაიდგა- აუცილებლად უნდა შევიდნენ ქართული კლუბები მინიმუმ ჯგუფურ ეტაპზე ევრო ტურნირებისა, თორემ ცოტაც და მინელდება და ჩაინაცრება ის ბუმი, რომელიც კვარას თაოსნობით ააგორეს ნაკრების ბიჭებმა და დაგვრჩება ევრო-24, 1981 წლის 13 მაისის ტკბილ მოგონებასავით და კიდევ მინიმუმ ნახევარი საუკუნე მოუწევს ლოდინი ჩვენს შემდეგ თაობას, რაღაც მსგავს რომ მივაღწიოთ.
0

სიახლეები პოპულარული