ამიერიდან, "სან პაოლოზე" ბურთს ბრაზილიელი ფორვარდი ვინისიუსი გააგორებს.
22 წლის შემტევი პორტუგალიის მე-2 ლიგის ბოლოადგილოსანი "რეალ სპორტის" ღირსებას იცავდა.
საინტერესოა, რომ აღნიშნულმა კლუბმა მიმდინარე სეზონში სულ 23 გოლი გაიტანა, საიდანაც 11 ბურთი ვინისიუსის ანგარიშზეა.
ფეხბურთელი ნეაპოლში დღეს ჩავიდა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.