კლაუდიო მარკიზიოს MLS-ში უხმობენ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ, შესაძლოა, კარიერა "მონრეალ იმპაქტში" განაგრძოს. იტალიური პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს, საბოლოო სიტყვა კი თავად ფეხბურთელზე იქნება.

როგორც იცით, რამდენიმე კვირის უკან "ბებერი ქალბატონის" ფანებმა აქცია გამართეს, სადაც ხელმძღვანელობას მოუწოდებდნენ, რომ "პატარა პრინცი" შეენარჩუნებინათ.

მარკიზიო "იუვენტუსის" აკადემიის აღზრდილია. მან ერთი სეზონი "ემპოლიში" განათხოვრებით ითამაშა, თუმცა ტურინელებმა იგი მალევე დაიბრუნეს და დღეს იგი გუნდის ერთ-ერთი თილისმაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული