Don Balon-ის ინფორმაციით, ნეიმარის მთავარი მიზანი მადრიდის "რეალში" გადასვლაა, მაგრამ თუ ეს ტრანსფერი არ შედგა, მაშინ ბრაზილიელს გეგმა B-ც აქვს მომზადებული. ამ შემთხვევაში ნეიმარი მანჩესტერულ კლუბებში შეეცდება გადასვლას.
ნეიმარს უფრო მეტად ხოსეპ გვარდიოლას გუნდში სურს გადასვლა, თუმცა "ოლ ტრეფორდზე" მას ლიდერის ფუნქცია გარანტირებული ექნება, იტყობინება გამოცემა.
ნეიმარის მსურველ კლუბს მასში 400 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, თუმცა ბრაზილიელს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ უწერია.
ნეიმარმა პსჟ-