"არა მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედი", არამედ სხვა კლუბებსაც სურთ ჩემი შეძენა, მაგრამ ჩემი ყურადღება მთლიანად "ბარსელონისკენაა" მიპყრობილი. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ჯერ არ შემდგარა.
ჩემი ტრანსფერის გამოსყიდვა მცირე თანხით არის შესაძლებელი, მაგრამ ამაზე არ ვდარდობ. თამაშზე ვარ ორიენტირებული", - ციტირებს ფრანგს Canal+.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, კლაუსულა უმტიტის სანაცვლოდ "ბარსელონას" 60 მილიონი ევრო გადაუხადოს და თავად ფეხბურთელს წელიწადში 5-6 მილიონი ევრო უხადოს.