45 მლნ წელიწადში! - პსჟ კრიშტიანო რონალდოს ფინანსურ მოთხოვნებს დაუკმაყოფილებს

AutoSharing Option
პსჟ გეგმავს, მადრიდის "რეალის" ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოს ფინანსური მოთხოვნები დააკმაყოფილოს, - იუწყება ესპანური გამოცემა AS.

გამოცემის ცნობით, პარიზელები ოცნებობენ შემტევ ტრიოზე, რომელიც რონალდოსგან, ნეიმარისა და კილიან მბაპესგან იქნება შედგენილი. ამიტომ ფრანგები მზად არიან, 5 "ოქროს ბურთის" მფლობელს ხელფასის სახით ყველაზე მეტი გადაუხადონ.

საუბარია წელიწადში 45 მლნ ევროზე. გამომდინარე აქედან, რონალდო ზუსტად იმდენივეს გამოიმუშავებს, რამდენსაც "ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი იღებს.

altრონალდოს აგენტი პარიზში პსჟ-სთან მოლაპარაკების საწარმოებლად ჩავიდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ანუ თვეში 3 750 000,დღეში 125000 და საათში 5208.33 EUR. ეს უკვე სპორტის სახეობას სცდება და გადადიდ უდიდეს ბიზნესში.
nodi
17:24 30-05-2018
0
ანუ, 5 ათას დოლარზე მეტი საათში, ღამის საათებისა და დასვენების დღეების გამოუკლებლად. ხომ კარგია?!
2

სიახლეები პოპულარული