ოფიციალურად: უეინ რუნი "დი სი იუნაიტედში" გადავიდა

AutoSharing Option
"ევერტონის" ფეხბურთელი უეინ რუნი ამერიკულ "დი სი იუნაიტედში" გადავიდა.

ამის შესახებ ინფორმაცია "ტვიტერში" აშშ-ის კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

32 წლის რუნი "დი სი იუნაიტედში" 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ინგლისელი ფეხბურთელი წელიწადში ხელფასის სახით 13 მლნ დოლარს მიიღებს.

ამჟამად "დი სი იუნაიტედი" MLS-ის ჩემპიონატის აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული