"ლორიანის" ფეხბურთელმა მატეო განდუზიმ ლონდონის "არსენალთან" გააფორმა კონტრაქტი.
გარიგების დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ 19 წლის საყრდენი ნახევარმცველი "არსენალში" 29-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გასულ სეზონში განდუზიმ საფრანგეთის ლიგა 2-ში 18 მატჩი ჩაატარა. გარდა ამისა, ის საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია.
მომზადებულია arsenal.com-ის მიხედვით