პსჟ მესისთვის ბრძოლას საკუთარი ნებით შეეშვა. როგორც ჩანს, პარიზული კლუბის მფლობელები, მიუხედავად მათი უშრეტი ფინანსური შესაძლებლობებისა, უეფას სანქციებს უფრთხიან.
როგორც ირკვევა, პარიზელები მესის დამატებას თავს ფინანსური ფეირ-პლეის გათვალისწინებით არიდებენ და აცხადებენ, რომ მესის უფასოდაც კი ვერ დაიმატებენ. ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა ლ'ეკიპი, შიდა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
და ჩნდება კითხვა, თუ არა პარიზულ კლუბს, მაშინ ვის აქვს იმის საშუალება, რომ არგენტინელს დამსახურებული ასტრონომიული ხელფასი შესთავაზოს, დარღვევების გარეშე?
"სიტი"? "იუვენტუსი"? "მანჩესტერი"? "ინტერი"?
მსურველი ბევრია... ვნახოთ.