"არსენალმა" "ატლეტიკოს" ზურგში ესროლა

AutoSharing Option
მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა საოცრად აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 32 წუთით ადრე 27 წლის განელ ნახევარმცველ ტომას პარტიში გამოსასყიდი ფასი 50 მილიონი ევრო გადაიხადეს.

თანაც მადრიდელებმა აღნიშნული ინფორმაცია არათუ ლონდონელებისაგან, არამედ ლა ლიგისაგან შეიტყო, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს.

ამ გადაწყვეტილებით "ატლეტიკოს" პარტის სათანადო შემცვლელის მოსაძებნი დრო აღარ დაუტოვეს.

ამ ნაბიჯით „არსენალმა“ „ატლეტიკოსთან“ ძალიან გაიფუჭა ურთიერთობა, პარტის კი "როხიბლანკოს" გულშემატკივრებმა მოღალატე და გამყიდველი ეძახეს.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მსგავსი სიტუაციებით ათწლეულებია სწორედაც რომ არსენალი ზარალდება სხვადასხვა კლუბებისგან და ფულზე გაღორებული ფეხბურთელებისგან(თავადაც ცოტას არ უხდის).ერთხელ თავადაც რომ გააკეთონ მსგავსი,ეგ არაფერი.დაიკიდონ ერთ ადგილას ეს ყველაფერი,ძალიანაც სწორს აკეთებენ.გარკვეულწილად გამარჯვებულის მენტალიტეტს იყალიბებენ.მორალურად შეიძლება არაა გამართლებული,მაგრამ დღეს ასე აღწევენ კლუბები სამწუხაროდ წარმატებას
ალექსი
11:32 07-10-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული