"არსენალმა" თვალი "ვალენსიას" შემტევს დაადგა

AutoSharing Option
"ვალენსიას" შემტევმა მაქსი გომესმა, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. 

Daily Mail-ის ცნობით, 24 წლის ურუგვაელი შემტევით "არსენალი" და "ვულვზია" დაინტერესებული. 

გომესს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერლიგის გუნდებს საკმაოდ ძვირის გადახდა მოუწევთ. 

მაქსის გამოსასყიდი თანხა 137 მილიონი ევროა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო კლუბი მზადაა ფეხბურთელი გაცილებით დაბალ ფასად გაყიდოს. 

ურუგვაელს ლა ლიგაში 10 მატჩი მოუგროვდა და 3 გოლის გატანაც მოახერხა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

alt"არსენალში" არტეტას ალეგრი შეცვლის?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული