22 ივნისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" რაფაელ ვარანის გაფორმება გაჭიანურდა. "წითელი ეშმაკები" ამავდროულად პაუ ტორესზე გადაერთო, "ვილიარეალის" მცველი საკუთარ მომავალს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს. "იუნაიტედის" თავკაცმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა გადაწყვიტა დაცვის ცენტრალური ხაზის გაძლიერება, ამისთვის კი ინგლისელებს 2 გამორჩეული ვარიანტი უკვე აქვთ.

ანტონიო რუდიგერს ლონდონის "ჩელსისთან" 1-წლიანი კონტრაქტი აქვს დარჩენილი, ტომას ტუხელს კი დიდი იმედი აქვს, გერმანელი მცველი "არისტოკრატებისთვის" თამაშს კიდევ რამდენიმე წლით განაგრძობს.

მადრიდის "ატლეტიკოს" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მარჯვენა მცველის ძიება მოუწევს. საქმე იმაში გახლავთ, რომ კირან ტრიფიერით ორი საკმაოდ
შეძლებული გუნდი, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პარი სენ ჟერმენი", დაინტერესდა. სავარაუდოდ, სიმე ვრსალკოც ესპანეთიდან წავა, რადგან ხორვატმა მცველმა დიეგო სიმეონეს იმედები ვერ გაამართლა.

ჰარი კეინისა და "ტოტენჰემის" ურთიერთობა დღითი დღე დასასრულს უახლოვდება. როგორც ფაბრიციო რომანო ირწმუნება, "მანჩესტერ სიტიმ" ინგლისელი ფორვარდის სანაცვლოდ 100-მილიონიანი შეთავაზება უკვე გააკეთა.

სავარაუდოდ, ჰაკან ჩალჰანოღლუ "მილანს" დატოვებს და მოსისხლე მტრის ბანაკში, "ინტერში" გადაბარგდება. როგორც ფაბრიციო რომანომ განაცხადა, თურქი ნახევარმცველი "ნერაძურისთან" 3-წლიან კოტრაქტს გააფორმებს.

"არსენალი" ალექსანდრ ლაკაზეტის თამაშით უკმაყოფილოა და სავარაუდოდ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდიდან გაუშვებს, მის ადგილს კი, სავარაუდოდ, ანდრე სილვა დაიკავებს. თავდამსხმელი ამჟამად პორტუგალიასთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ტიტულის დაცვას ცდილობს.

დიეგო კოშტა კარიერას, სავარაუდოდ, "ბეშიქთაშში" განაგრძობს. მისი ხელფასი კი 1.5 მილიონიდან 2.5 მილიონ ევრომდე იქნება.

Gianluca Di Marzio ირწმუნება, ჯანლუიჯი დონარუმამ რომში სამედიცინო შემოწმება გაიარა და პსჟ-ს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. როგორც ჩანს, იტალიელი მეკარე "მილანს" "პარი სენ ჟერმენში" გაცვლის.

პოლ პოგბა და ნგოლო კანტე, სავარაუდოდ, საკუთარ გუნდებთან კონტრაქტს აუცილებლად გაახანგრძლივებენ. "მანჩესტერ იუნაიტედი" პოლს, ხოლო "ჩელსი" კანტეს ახალ კონტრაქტზე უკვე დაუკავშირდა. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე ისინი, სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებენ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული