"ბარსელონას" კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - გრიზმანი ფელიქსში ვერ გაცვალა [PHOTO]

AutoSharing Option
მანამ, სანამ კატალონიური კლუბის რადარზე საულ ნიგესის სახელი გაიჟღერებდა, "ბლაუგრანა" "როხი ბლანკოს" ერთ-ერთი ლიდერის, ჟოაო ფელიქსის გადაბირებას ცდილობდა.

კლუბის ხელმძღვანელობა ფინანსური კრიზისის დაძლევას ცდილობს, რათა შეძლოს და არგენტინელი ლეო მესი კლუბში დატოვოს, ამისთვის კი დაახლოებით 200 მილიონია საჭირო, თანაც ეს ისე უნდა მოახერხონ, რომ ფეხბურთელთა დონე და შესაძლებლობები უეცრად არ დაეცეს, რათა კლუბში კიდევ უფრო დიდი ჩავარდნა არ დაიწყოს.

ესპანური გუნდი რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობა, თუმცა ეს საკმარისი არაა. სავარაუდოდ, წამსვლელთა სიას რამდენიმე ღირებული სპორტსმენიც დაემატება.

დიდი ალბათობით, ფინანსურ კრიზისს "ბლაუგრანას"
ერთ-ერთი ლიდერი ანტუან გრიზმანი შეეწირება, რომლისთვის მიცემული ანაზღაურებაც მის თამაშს საერთოდაც არ შეეფერება, ფრანგი შემტევით კი რამდენიმე გრანდი ინტერესდება. ანტუანთან ერთად, სავარაუდოდ, უსმან დემბელესა და ფილიპე კოუტინიოსაც გაასხვისებენ. ახალგაზრდების რიგებში მიზეზი არათუ შედეგი, არამედ გამუდმებული ტრავმიანობა გახლავთ.

Sportall.Ge

როგორც კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს, გრიზმანის ხელფასიდან და გამოსასყიდი თანხიდან გამომდინარე, რთულია ფრანგის გაყიდვა. ამრიგად, ისინი შეეცდებიან უკან, მადრიდის "ატლეტიკოში" დააბრუნონ, მის მიმართ კი "როხი ბლანკოს" გულშემატკივრებს სიმპათიები ნამდვილად აქვთ. საპასუხოდ, "ლურჯ-ბროწეულისფერები" შეეცდებიან, რომ მადრიდიდან ღირებული, მაგრამ ნაკლებანაზღაურებადი ფეხბურთელი დაიმატონ.

"ბარსელონამ" პირველ შემთხვევაში თვალი ჟოაო ფელიქსს დაადგა, თუმცა "ლოს კოლჩონეროსმა" ეს წინადადება კატეგორიულად იუარა. მოდი, ვთქვათ, პორტუგალიელი ვარსკვლავი გუნდში ლიდერობისთვის მივიდა და ჯერ ბოლომდე თავის წარმოჩენა ვერ შეძლო, თანაც დიეგო სიმეონეს მისი იმედი აქვს და სჯერა, რომ ჟოაო "ატლეტიკოსთვის" წარმატების მომტანი იქნება.

Sportall.Ge

მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ვარსკვლავს ხელმძღვანელობამ წითელი ხაზი გადაუსვა, საუბარი საულ ნიგესის ტრანსფერზე გადავიდა, თანაც ნახევარმცველს ახალი გამოწვევა სურს, "ბარსელონას" კი სწორედ ასეთი ფეხბურთელები სჭირდება.

გრიზმანის გაყიდვა მარტივი ნამდვილად არ იქნება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გრიზმანის გაყიდვა საკმაოდ რთული იქნება, თუმცა მისი გაცვლაც არაა მარტივი, რადგან "როხი ბლანკოსს" ანტუანის ხელფასის გადახდა არ შეუძლია, "ბლაუგრანას" კი მისი გაშვება სასწრაფო წესით სჭირდება, ან კარგ შემთხვევაში ფრაგმა უნდა დაიკლოს ანაზღაურება, რაც მას ნაკლებად აინტერესებს.

მსურველიც გამოჩნდა, ეს "მანჩესტერ სიტი" გახლავთ. ინგლისელებს გრიზმანის დამატება სურთ, რადგან ჰარი კეინის ტრანსფერის გაოფიციალურება უჭირთ, ხოლო გაბრიელ ჟესუსის გადაბირება ტურინულ "იუვენტუსს" სურს.

აღსანიშნავია, რომ თვითონ ფეხბურთელს სურს, რომ "კამპ ნოუზე" კარიერის რამდენიმე წელი კიდევ დაჰყოს, თუმცა მეორე ფაქტორიც არსებობს, გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით მემფის დეპაი და სერხიო აგუერო მოვიდნენ, ანსუ ფატიმ ტრავმა მოიშუშა, მესიც თუ დარჩება, დიდი ალბათობით, სათამაშო პრაქტიკა მოაკლდება, რაც სავარაუდოდ მის გეგმებში არ შედის. სურვილი ერთია და რეალობა მეორე, გრიზმანის მომავალი მალევე გაირკვევა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
დაანებეთ გრიზმანს თავი!!!! სუარესის მიმართ, უპატიებელი დანაშაულიც, იკმარეთ.
ბარსა
16:56 13-07-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული