13 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 13 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

"ლევერკუზენმა" "პარი სენ ჟერმენიდან" მიტჩელ ბეკერი გადაიბირა. გერმანელი მცველი მომდევნო 5 წელს ბუნდესლიგაში გაატარებს (2026 წლის ივნისამდე).

ევრო 2020-ზე წარმატებული თამაშის შემდეგ მანუელ ლოკატელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ ვარსკვლავად გადაიქცა. თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ "აძურის" ნახევარმცველით "იუვენტუსი" და "არსენალი" ინტერესდებოდნენ, თუმცა მსურველთა სიას მადრიდის "რეალიც" დაემატა. "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა იტალიელ ფეხბურთელს კაზემიროს შემცვლელად მოიაზრებს. რაც შეეხება მის სატრანსფერო ღირებულებას, სავარაუდოდ, მანუელის ღირებულება 35-50 მილიონი ევრო იქნება.

კოპა ამერიკის მოგების შემდეგ როდრიგო დე პაული "უდინეზედან" კარიერას მადრიდის
"ატლეტიკოში" განაგრძობს. "როხი ბლანკოს" "ალბისელესტეს" ნახევარმცველის შეძენა 35 მილიონი ევრო დაუჯდა, თვითონ ფეხბურთელმა კი ხელი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ჟოაო მარიო თავისუფალი აგენტი გახდა. დიდი ალბათობით, პორტუგალიელი ფეხბურთელი "ინტერიდან" კარიერას "ბენფიკაში" განაგრძობს.

ჰექტორ ბელერინს "არსენალის" დატოვება სურს. როგორც Di Marzio ირწმუნება, მისით "ინტერია" დაინტერესებული. თუ "ნერაძური" ესპანელი მცველის შეძენას გადაწყვეტს, სავარაუდოდ, ისინი 1-წლიან იჯარას გამოიყენებენ, შემდეგ კი გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებენ.

კარლოს ტევესს "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი დაუმთავრდა, თუმცა არგენტინელ შემტევს კარიერის დასრულება ჯერ არ სურს. ESPN-ის ცნობით, დევიდ ბექჰემს სურს, რომ 37 წლის ფორვარდმა კარიერა მის მფლობელობაში არსებულ მაიამის "ინტერში" განაგრძოს.

როგორც The Sun-ი ირწმუნება, "იუვენტუსის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება. სავარაუდოდ, "ბიანკონერის" რიგებში კრიშტიანო რონალდოც დარჩება. "ბებერი ქალბატონის" ინტერესთა სფეროში ასევე მოიზე კინი, მაურო იკარდი, დუშან ვლაჰოვიჩი და ანდრეა ბელოტი არიან მოქცეულნი.

ფედერიკო კიეზა კონტინენტის პირველობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. რა თქმა უნდა, იულიან ნაგელსმანს ეს ყველაფერი არ გამოჰპარვია. "რეკორდმაისტერის" ახალგაზრდა თავკაცმა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის იტალიელ ფეხბურთელს დიდი ხანია უკვე გულშემატკივრობს, თუმცა მისი გადმობირება დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული