24 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 24 ივლისის სატრასნფერო სიახლეებს:

"ჰერტას", "ესპანიოლისა" და "გრანადას" ყოფილი ფეხბურთელი ჯონ კორდობა კარიერას "კრასნოდარში" განაგრძობს, კოლუმბიელმა ფეხბურთელმა რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა, სატრასნფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.

ევრო 2020-ის შემდეგ გორან პანდევმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, თუმცა საკლუბო დონეზე ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას ჯერ კიდევ არ აპირებს, "ნერაძურის"  ყოფილი შემტევი "ჯენოაში" კიდევ 1 წლით დარჩება.

ჯერემი დოკუ ევროპირველობის შემდეგ მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა, ბელგიელით "ლიონი", "ლივერპული" და "დორტმუნდია" დაინტერესებული.

კინგსლი კომანისა და მიუნხენის "ბაიერნის" მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენიმე დღის
წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეკორდმაისტერი" და ლონდონის "ჩელსი" ერთმანეთში კომანსა და ჰოდსონ ოდოის გაცვლიდნენ, თუმცა როგორც დღეს დაიწერა ფრანგმა ფეხბურთელმა მაისურის ნომერი შეიცვალა და აწი 29 ნომრიანის ნაცვლად 11-იანით იასპარეზებს.

"მანჩესტერ სიტიმ" გაბრიელ ჟესუსს ფასი დაადო. მას შემდეგ, რაც "ტოტენჰემი" ჰარი კეინის გუნდიდან გაშვებას დათანხმდა ბრაზილიელი ფეხბურთელი "ქალაქელების" ინტერსში აღარ შედის. Tuttosport-ის ცნობით, "სიტი" ფორვარდს 50-60 მილიონ ევროდ შეელევა, მისი სამსახურით "იუვენტუსია" დაინტერესებული. "ბიანკონერი" ფეხბურთელს სავარაუდოდ 2 წლიანი იჯარით წაიყვანს, დაინტერესების შემთხვევაში კი გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებს.

ფრანკ რიბერი 30 ივნისის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა, La Nazione-ს ცნობით, ფრანგი ლეგენდა მოლაპარაკებებს "სამპდორიასთან" აწარმოებს.

როგორც Daily Mirror-ის მიხედვით, პოლ პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედისგან" შემოთავაზებულ კვირაში 350 000 ფუნტიან შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. ინგლისურ კლუბს სურს, რომ ფრანგ ვარსკვლავთან კიდევ რამდენიმე სეზონი ითანამშრომლოს, თუმცა თვითონ ფეხბურთელს როგორც ჩანს პსჟ-ში სურს გადაბარგება. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

პიერლუიჯი გოლინი "ატალანტადან" იჯარის წესით "ტოტენჰემში" გადაბარგდება, ლონდონურ კლუბს მეკარის გამოსყიდვა შეეძლება. "სპურსი" ასევე ბერგამოელების მცველის, კრისტიან რომეროს ყიდვასაც შეეცდება, ლონდონურმა გუნდმა 40 მილიონიანი შეთავაზება უკვე გააკეთა.

Daily Mail-ის ცნობით, "მილანი" "ჩელსის" შემტევის, ჰაკიმ ზიეჩის იჯარის წესით გადაბირება შეეცდება, თუმცა როგორც ცნობილია მაროკოელი ფეხბურთელი ტომას ტუხელის გეგმებში შედის, ჯერ-ჯერობით უცნობია ჰაკიმის მომავალი, თუმცა "როსონერი" ზიეჩის გადასაყვანად ყველაფერს გააკეთებს.

"ტოტენჰემმა" მის ერთ-ერთ ლიდერთან, სონთან კონტრაქტი გაახანგძლივა, 29 წლის სამხრეთ კორეელი ლონდონურ კლუბში 2025 წლამდე დარჩება.

დიდი ალბათობით კრიშტიანო რონალდო ტურინულ კლუბში დარჩება, თუმცა იტალიური ჟურნალების თანახმად, თუ კილიან მბაპე წელს პსჟ-დან მადრიდის "რეალში" გადავა, ფრანგული კლუბი პორტუგალიელი ვარსკვლავის გადაბირებას შეეცდება. სატრასნფერო მითქმა-მოთქმაში სავარაუდოდ არგენტინელი მაურო იკარდიც ჩაერთვება.

"ჩელსი" გამოცდილი თავდამსხმელის ძიებაშია, ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონებს უკვე დიდი ხანია მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის "სტენფორდ ბრიჯზე" ხილვა სურს, "არისტოკრატები" ასევე ახალგაზრდა ნორვეგიელით, ერლინ ჰოლანის სამსახურით არიან დაინტერესებულნი.

ედენ აზარს მადრიდის "რეალში" 2 რთული სეზონი გამოუვიდა, როგორც Mirror წერს, ბელგიელი ფეხბურთელი კლუბის დატოვებას არ აპირებს და იმედი აქვს კარლო ანჩელოტიც იმავე აზრზე იქნება.

"იუვენტუსი" "სასუოლოსთან" მანუელ ლოკატელის თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს, La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მხარეები თითქმის შეთანხმდნენ. "ბიანკონერის" ხელმძღვანელობას "აძურის" ნახევარმცევლის გადაყვანა 40 მილიონი ევრო დაუჯება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ჰოლანი, რას გავს.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული