"ბარსელონა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაძლიერებას აპირებს.
როგორც უცხოურ მედიაში იწერება, "ბლაუგრანას" "იუვენტუსის" ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი სურს.
წყაროს თქმით, იტალიელი ზაფხულში კატალონიელებს უფასოდ შეუერთდება. რაც შეეხება მის სტატისტიკურ მონაგარს, ფედერიკომ ამ სეზონში 13 შეხვედრა გამართა და 1 ასისტიც გააკეთა.
შეგახსენებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ასევე ცდილობენ, რომ ხელში ფერან ტორესი და ედინსონ კავანი ჩაიგდონ.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით