Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით, მადრიდის "რეალი" მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველის, კორენტინ ტოლისოს უფასოდ გადაბირებას გეგმავს.
რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტოლისოს სამსახურით "ბარსელონა" ინტერესდებოდა, "ბლაუგრანას" ფრანგის საკუთარ გუნდში ხილვა "რეკორდმაისტერთან" არსებული კონტრაქტის დასრულების შემდეგ სურდა, თუმცა როგორც ჩანს "ბლანკოსი" ფეხბურთელის დამატების უპირობო ფავორიტია.
ამ სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 15 შეხვედრა გამართა და თავი 3 გოლითა და ამდენივე ასისტით გამოიჩინა.
ფეხბურთელი "ბაიერნს" 2017 წელს "ლიონიდან" 41.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. გერმანული Transfermarkt-ის ცნობით კი 27 წლის სპორტსმენის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი
ევრო გახლავთ.
მომზადებულია championat-ის მიხედვით