არაუხო "იუნაიტედში"? "ბარსელონა" და მცველი ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან

AutoSharing Option
რონალდ არაუხო "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდა.

22 წლის მცველი ევროპის წამყვანი გუნდების ინტერესშია. "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ ურუგვაელ მცველთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, თუმცა ფინანსურმა კრიზისმა შეთანხმებას ხელი შეუშალა.

რონალდმა "ლურჯ-ბროწეულისფერების" პირველი შემოთავაზება დაბლოკა, რადგან სამომავლო ანაზღაურებით კმაყოფილი არ იყო.

სამხრეთამერიკელს ესმის, რომ სხვა გუნდი ბევრად მეტს გადაუხდის, თუნდაც "ბარსას" შეუძლია.

შეგახსენებთ, მცველმა ლა ლიგის ამ სეზონში 16 შეხვედრა გამართა და თავი 2 გოლით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული