"ლიდსის" ბრაზილიელი გარემარბი რაფინია კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს. "არისტოკრატები" მოთამაშის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს გადაიხდიან. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
რაფინია "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო და მოთამაშესთან პირადი კონტრაქტიც შეათანხმეს, თუმცა კატალონიურმა კლუბმა "ლიდსის" ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, ბრაზილიელმა გასულ სეზონში 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.