azerisport.comმა ინტერვიუ ჩამოართვა "სამტრედიას" პრეზიდენტ გია ომანაძეს. ინტერვიუდანაც კარგად ჩანს, რა თავდაჯერებულები არიან აზერბაიჯანელები.
- "სამტრედია" შეიძლება ზედიზედ მეორედ გააგდონ ევროთასებიდან აზერბაიჯანულმა კლუბებმა, წილისყრამ იმედი არ გაგიცრუათ?
- არა. ჩემპიონთა ლიგაზე იოლი მეტოქე არ არსებობს. არ იქნებოდა აზერბაიჯანის ჩემპიონი, შეგხვდებოდა რომელიმე სხვა ქვეყნის ჩემპიონი. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა
- გასულ წელს აღნიშნეთ, რომ კლუბის ბიუჯეტი მილიონი დოლარიც არ არის, წლეულს როგორ არის ამ მხრივ საქმე?
- სტაბილური სიტუაციაა, ნელნელა ვვითარდებით. ვიყავით ვიცე-ჩემპიონები, გავხდით ჩემპიონები.
- "ყარაბაღის" ბიუჯეტი, რომ გაცილებით აღემატება თქვენი კლუბისას?
- ეს არ არის პანიკის მიზეზი. ზოგს მეტი ფული აქვს, ზოგს ნაკრები. მინდორზე ვიბრძოლებთ, რომ მერე არ თქვან, დაბალი ბიუჯეტი აქვთ და თამაში არ იციანო.
- რა შანსები გაქვთ იმის გათვალისწინებით, რომ "ყარაბაღი" კავკასიის საუკეთესო გუნდია?
- აი, შევხვდებით მას მოედანზე და ვნახოთ. დიახ, ძლიერი ჩემპიონი გყავთ, მაგრამ ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ და მოედანზე ვაპირებთ ამის დამტკიცებას.
- როგორ შეიცვალა თქვენი გუნდი მას შემდეგ, რაც "გაბალასთან" 1:5 წააგო?
- როგორც უკვე ვთქვი, ყოველწლიურად ვვითარდებით.
- ქართული ფეხბურთი ახლა სანაკრებო და საკლუბო დონეზეც მაგრად ჩამორჩა, რა მოხდა, რამდენიმე წლის წინათ ჩვენ თქვენგან ვიღებდით მაგალითს...
- ახლა სახელმწიფომ დაიწყო ფეხბურთის დახმარება, ჩემპიონატის დონეც გაიზარდა, მეტი კონკურენციაა. თქვენ ეს ყველაფერი უფრო ადრე განახორციელეთ.
- საქართველოში დიდი სომხური დიასპორაა, ხომ არ უნდა ველოდოთ პროვოკაციებს?
- არა. "გაბალა" გვესტუმრა შარშან და მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩვენ პროვოკაციებს არ დავუშვებთ.
- ვინმეს სომხეთის დროშით რომ მოუნდეს მოსვლა?
- ჩვენ არ დავუშვებთ პროვოკაციებს.
- ბაქოში თუ გამოგყვებიან ფანები?
- დიდი ალბათობით ფანების მცირე რაოდენობა გამოგვყვება.