"არ გამკვირვებია. ვიცოდი, ჩემს გუნდს შეეძლო ასეთი მრისხანე მეტოქის დამარცხება. შესანიშნავი საღამო იყო და ჩვენ ეს დავიმსახურეთ. სპალეტიმ ჩინებული მემკვიდრეობა დამიტოვა. დიდებული გამარჯვებაა, მაგრამ ჩემი სახელობის არაა.
ეს "რომას", რომაელებისა და ტიფოზების გამარჯვებაა. ჩემთვის ეს ათვლის წერტილია და კიდევ მრავალი გამარჯვების მოპოვებას ვაპირებ.
წარმატებამ თავბრუ არ უნდა დაგვახვიოს. სერიოზულ ძალად ვიქეცით. თუმცა, ეს განვითარების ადრეული ეტაპია. ნებისმიერ შემთხვევაში, მოხარული ვარ, რომ რომაელები გავახარე".