უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე "საბურთალო" "ბროდარაცს" დაუზავდა

AutoSharing Option
დღეს, პირველ ნოემბერს, საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდმა, უეფას ახალგაზრდული ლიგის შესარჩევი ციკლის მეორე ტურის პირველ შეხვედრაში, სტუმრად სერბულ  "ბროდარაცთან" ფრე 1:1 ითამაშეს.

მატჩის პირველივე წუთებიდან ბურთს "საბურთალო" დაეუფლა და "ბროდარაცი" ცდილობდა კონტრშეტევებზე აეგო თამაში. ერთ ესეთ შეტევას მატჩის 21-ე წუთზე კოჩიჩის გოლი მოჰყვა და სერბები დაწინაურდნენ. პირველ ტაიმში "საბურთალოს" ბურთის ფლობა 57 პროცენტი ჰქონდა და და სამჯერ შეძლეს კარის მიმართულებით დარტყმა.

მეორე ტაიმში თბილისელების უპირატესობა უფრო გაიზარდა, მაგრამ ვერ ახერხებდნენ მომენტების რეალიზაციას ბოლომდე. საბოლოოდ, მატჩის 81-ე წუთზე მაინც შეძლეს
ანგარიშის გათანაბრება, გულიაშვილის პასს ნიკოლაშვილმა ზუსტად უპასუხა და ანგარიში 1:1 გახადა.

მთავარმა მსაჯმა ძირითად დროს ხუთი წუთი დაამატა, მაგრამ მატჩში არაფერი შეცვლილა. სტატისტიკურად მთელი თამაშის განმავლობაში "საბურთალოს" ბურთის ფლობა 59% ჰქონდა და 8-ჯერ დაარტყეს კარების მიმართულებით.

"საბურთალომ" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ნასყიდაშვილი, მალი, ხუბაშვილი, ჯინჯოლავა, ტაბატაძე (კაპანაძე 82), ჩოთალიშვილი (გულიაშვილი 63), ფურცელაძე, ივანიაძე, კოხრეიძე, ჯავახიშვილი (ხარაიშვილი 90), ნიკოლაშვილი

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა თბილისში 22 ნოემბერს ჩატარდება, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული კი პლეი ოფში იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გილოცავთ, უფრო მეტი შემართებით და პლეიოფშიც გახვალთ.
gizog
17:54 03-11-2017
0
გენაცვალეთ ბიჭებო, ყოჩაღები ხართ თამაში რომ შემოატრიალეთ, ეხლა აქაც რომ ჩამოვლენ თქვენ იცით...
მიხარია თ
ირაკლი
10:54 02-11-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული