ზინედინ ზიდანი: კარგად ვითამაშეთ, ჭკვიანურად

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "აპოელთან" მოგებული მატჩი (6:0) გაარჩია:

"მა ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგად ვითამაშეთ, ჭკვიანურად, ექვსი გოლი გავიტანეთ და არც ერთი არ გაგვიშვია. გამახარეს ბიჭებმა, ისინი თავდაუზოგავად შრომობენ.

ასევე უნდა გავაგრძელოთ და ვითარება უკეთესობისაკენ შეიცვლება. ვიცოდი, რონალდო და ბენზემა მალე გაიტანდნენ გოლებს. სეზონის მანძილზე ჩავარდნა ყველას აქვს, მაგრამ ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული