ეუსებიო დი ფრანჩესკო: ჩემპიონთა ლიგის მოგება? რატომაც არა

AutoSharing Option
"რომამ" ჩემპიონთა ლიგის С ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მისმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრაჩესკომ კი ხმამაღალი განცხადება გააკეთა:

"ამოცანა შევასრულეთ და ახლა ინტერესით ველით 1/8 ფინალში მეტოქის ვინაობის გარკვევას. ჩემპიონთა ლიგის მოგება? რატომაც არა. მიღწეული შედეგით ვამაყობთ, მაგრამ დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ. მაქსიმალისტები უნდა ვიყოთ. დღეს პრობლემები გვქონდა, თუმცა გავიმარჯვეთ და ეს ჩვენს კლასზე მეტყველებს.

როდესაც ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის ხვდები, უკვე არავისი არ უნდა გეშინოდეს. "ბაიერნი" ან "რეალი" თუ შეგვხდა, მათთანაც ვიბრძოლებთ. რომც ვერ დავამარცხოთ, პრობლემებს შევუქმნით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული