"რეალი" კიევში გასამართ ფინალში ითამაშებს - ინტერვიუ მადრიდელთა ლეგენდარულ ფეხბურთელთან

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დავორ შუკერმა, რომელიც ახლა ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, ესპანურ "მარკას" ინტერვიუ მისცა, რომელსაც გთავაზობთ.

- თქვენ კარგად იცით, თუ რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგის მოგება. რას იტყოდით "რეალის" ასპარეზობაზე ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში?
- ჩემპიონთა ლიგა ყველა ტურნირისგან განსხვავებულია. ჰიმნი, ატმოსფერო... თუ "რეალი" ფიზიკურად მზად იქნება, მას ყველა გუნდის დამარცხება შეუძლია.

ასე მოხდა ტურინის "იუვენტუსთან" ფინალურ შეხვედრაშიც. ბევრი ფიქრობდა, რომ ტურინელები "რეალს" დაამარცხებდნენ, მაგრამ "იუვენტუსს" ძალა არ ეყო. იმედი მაქვს, "რეალი" ფინალს მიმდინარე სეზონშიც ითამაშებს.

- ფიქრობთ
თუ არა, რომ "რეალს" ჩემპიონთა ლიგის მოგება წელსაც შეუძლია?

- თანამედროვე ფეხბურთში არაერთი უძლიერესი გუნდია. ადვილი არასდროსაა, წლების მანძილზე უძლიერესთა შორის იყო. არსებობენ გუნდები, რომლებიც ფურცელზე ფავორიტები არიან, მაგრამ მადრიდელები არასდროს ნებდებიან. მათ მყარი მენტალიტეტი აქვთ.

- რა არის განსხვავება მადრიდის "რეალსა" და სხვა კლუბებს შორის?
- კიდევ ერთხელ ვიტყვი - მენტალიტეტი. ისინი უბრალოდ გამოდიან მოედანზე და იღებენ სიამოვნებას. იციან, რომ მსოფლიოს უდიდესი კლუბის ფეხბურთელები არიან.

- რატომ ასპარეზობს "რეალი" კარგად ჩემპიონთა ლიგაზე, განსხვავებით ლა ლიგისა?
- ეს კითხვა უფრო მწვრთნელს უნდა დაუსვათ. არ მსურს, რომ ზინედინ ზიდანს რაიმე რჩევა მივცე. ვფიქრობ, მან უდიდესი სამუშაო გასწია და ფლორენტინო პერესმა მას კონტრაქტი უნდა გაუხანგრძლივოს.

- რა სჭირდება მადრიდის "რეალს", რომ პსჟ-ის ბარიერი დაძლიოს?
- "რეალმა" აუცილებლად გოლი უნდა გაიტანოს და ისინი მოედანზე იმ აზროვნებით გამოვიდნენ, თითქოს საერთო ანგარიში 0:0 იყოს. პარიზელებს ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებსაც ძალიან დიდი ზიანის მოყენება შეუძლიათ.

ვფიქრობ, მადრიდელები პირველმა შეხვედრამ ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო საბრძოლველად განაწყო.

- რა მსგავსებას ხედავთ თქვენდროინდელ ფეხბურთსა და ახლანდელს შორის?
- ფეხბურთი წლიდან წლამდე იცვლება. 10 წლის უკან სულ სხვა თამაშები იყო და ახლა სულ სხვა დონეა. 10-12 კილომეტრის სირბილი ჩვენც შეგვეძლო, მაგრამ ახლა სულ სხვა სისწრაფეებია.

- როგორ ფიქრობთ, ფეხბურთელებს ყოველ სეზონში ამდენი მატჩის ჩატარება ძალიან ხომ არ გადაღლის?
- უეფა ზრუნავს, რომ ფეხბურთელებმა თავი ჯანმრთელად იგრძნონ. სწორედ ამიტომ მიდის საუბარი მეოთხე ცვლილების შემოღებაზე, რომ უფრო ბევრმა მათგანმა შეძლოს დასვენება.

- რას იტყოდით ნეიმარის ფაქტორზე, რომელიც პარიზელებს დააკლდებათ?
- ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. ყველა გუნდს შეიძლება, რომ ჰყავდეს ტრავმირებული ფეხბურთელები. ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ პსჟ-ს მისი ჩანაცვლება შეუძლია.

მაგალითად, დი მარია, რომელსაც ძალიან დიდი სამუშაოს გაწევა შეუძლია და ძალიან პროდუქტიული მოთამაშეა.

- რა იქნება თქვენი წინასწარმეტყველება, ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
- ამ კითხვაზე 1/4-ფინალური წყვილების გარკვევის შემდეგ უფრო შემეძლება პასუხის გაცემა, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია: ვფიქრობ, კიევში გასამართ ფინალში მადრიდის "რეალი" ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული