"იგივეს გავაკეთებთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით. პარიზულ გუნდს პატივს ვცემთ, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ.
გაგვახარა მარსელოს მწყობრში ჩადგომამ. ის დაცვაშიც სასარგებლოა და შეტევაშიც.
ნეიმარი განსაკუთრებული ფეხბურთელია და პსჟ-ს ძალიან დააკლდება. ისე, არაა გამორიცხული, დი მარიათი ამ გუნდმა დაცვაში უკეთესად ითამაშოს, ვიდრე ნეიმარით. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ საუკეთესოდ უნდა ვიასპარეზოთ".