ნასერ ელ ჰელაიფი: ვერატის გაძევებამ მოკლა თამაში

AutoSharing Option
"რეალთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 18/ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ელ ჰელაიფიმ გააკეთა:

"ყველაზე მეტად გული ტურნირიდან გამოვარდნამ და ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის რეაქციამ დამწყვიტა. ჩვენ ძალიან უკმაყოფილოები და იმედგაცრუებულები ვართ.

პირველ ტაიმში ვდომინირებდით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. გოლი რომ გაგვეტანა, ყველაფერი შეიცვლებოდა. ვერატის გაძევებამ თამაში მოკლა.

შეხვედრა ჩვენთვის სასურველად არ წარიმართა, მაგრამ გვჯერა ჩვენი პროექტის. ახლა ცვლილებებზე ფიქრის დრო არაა. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ყველაფერი მოვიფიქროთ. ნეიმარი და მბაპე გუნდის მომავალია".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეიმარის ყიდვას მსაჯები გეყიდა არ ჯობდა
3
პსჟ-მ თავისი შანსი რეალურად მადრიდში დაკარგა,როცა მოსაგები თამაში ორი ბურთით წააგო.ამას ფეხბურთელებიც ხვდებოდნენ და თამაშში ეს იგრძნობოდა.დანი ალვეშს კი სადარდებელი, მართლა თავისი თავი ჰქონია.პსჟ-მ შეიძლება მოიგოს,მაგრამ ემერი ლიგის მოსაგებად, აშკარად არ არის მზად.
სოსო
09:54 07-03-2018
0

სიახლეები პოპულარული