01:57 14-03-2018
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩი: "რომამ" "შახტარი" გამოაგდო [VIDEO]
AutoSharing Option
"შახტარმა" ხარკოვში 2:1-ზე მოგებული მატჩის შემდეგ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია "რომას", მაგრამ 52-ე წუთზე გაშვებული გოლის მერე ვერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება (90 წუთის განმავლობაში ალოსონის კარში ბურთი არ დაურტყამს) და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით 1/4 ფინალში რომაული გუნდი ისტორიაში მესამედ გავიდა. ედინ ჯეკოს აქამდე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გოლი არასოდეს არ გაუტანია.
აღსანიშნავია, რომ ორი იტალიური გუნდი ამ ტურნირის მეოთხედფინალში 11 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს.
"შახტარის" მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა თადარიგში დატოვა.
რომა - შახტარი 0:1
რომი. „ოლიმპიკო“
გოლი: 1:0 ჯეკო (52)
გაძევება: ორდეცი (79)
რომა (4-3-3): ალისონი, ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი, დე როსი, სტროოტმანი, უნდერი (ჟერსონი 60), ნაინგოლანი, პეროტი, ჯეკო (ელ შაარავი 89)
შახტარი (4-5-1): პიატოვი, ბუტკო, რაკიცკი, ორდეცი, ისმაილი, სტეპანენკო (პატრიკი 74), ფრედი, მარლოსი (დენტინიო 82), ტაისონი, ბერნარდი, ფერეირა
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული