ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩი: "რეალმა" "იუვენტუსს" ტურინშივე მოუთავა საქმე [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ ¼-ფინალურ მატჩში "რეალმა" ტურინში "იუვენტუსი" 3:0 დაამარცხა და ფაქტიურად გაინაღდა ნახევარფინალის საგზური.

ბლანკოსის მწვრთნელმა ზიდანმა ზუსტად ის სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა, რომელმაც შარშან კარდიფში ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი დაიწყო და უკვე მე-3 წუთზე რონალდომ ისკოს მიერ მარცხენა ფრთიდან ჩაწოდებულ ბურთს ერთი შეხებით ბუფონის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, თავისი გუნდი დააწინაურა და სერიოზული ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოუპოვა. კრიშტიანო პირველი ფეხბურთელია, ვინაც ამ ტურნირის ზედიზედ 10 შეხვედრაში მოახერხა მეტოქეთა კარის დალაშქვრა.

ამის შემდეგ "იუვენტუსმა" შეუტია, თუმცა ბლანკოსი თავს უნარიანად იცავდა და
მის კარს სერიოზული საფრთხე მხოლოდ 22-ე წუთზე შეექმნა, როდესაც იგუაინის დატრყმული ბურთი ნავასმა მოიგერია. 38-ე წუთზე კიელინიმ გაუშვა კარგი შანსი ხელიდან. საპასუხო იერიშისას კი შორიდან დარტყმული ბურთი კროოსმა ხარიხას გაარტყა.

მეორე ტაიმში "სამეფო გუნდმა" უკან დაიხია, მაგრამ "იუვემ" ხეირი ვერა ნახა რა და კონტრშეტევაზე რონალდომ მაკრატელათი მეორედ დაამწუხრა ბუფონი. ვერაფერს იტყვი, ეს მართლაც ბრწყინვალე იყო. ტიფოზებმა მას ოვაციები მოუწყვეს. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 39-ე გოლი გაიტანა, რაც ევროპის საუკეთესო 5 ჩემპიონატის გუნდებში საუკეთესო შედეგია. მან ბუფონს საერთო ჯამში 9 გოლი გაუტანა და ამდენი გოლი მას ამ ტურნირზე არავისგან არ გაუშვია.

66-ე წუთზე დიბალამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, თავისი გუნდი დააღალატა და რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა, ხოლო 72-ეზე მარსელომ კარგი ფორვარდივით გაინავარდა "ბებერი ქალბატონის" დაცვაში და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსმა" 1999 წლის შემდეგ პირველად გაუშვა საკუთარ მოედანზე 3 გოლი, ზიდანის ხელმძღვანელობით კი "რეალმა" მე-100 გამარჯვება იზეიმა (137 მატჩში).


იუვენტუსი - რეალი 0:3
ტურინი. "ალიანს სტადიუმი“ 40 849 მაყურებელი
გოლები: 0:1 რონალდო (3), 0:2 რონალდო (64), 0:3 მარსელო (72)
გაძევება: დიბალა (66)

იუვენტუსი: ბუფონი, დე შილიო, კიელინი, ბარცალი, სანდრო, ასამოა (მანძუკიჩი 69), ბეტანკური, ხედირა (კუადრადო 75), დუგლას კოსტა (მატუიდი 69), დიბალა, იგუაინი

რეალი: ნავასი, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო, კაზემირო, მოდრიჩი (კოვაჩიჩი 82), კროოსი, ისკო (ასენსიო 75), ბენზემა (ვასკესი 59), რონალდო
მკითხველის კომენტარები / 10 /
იუვენტუსს ტოტენჰემიც ვერ უნდა გაევლო,არ იმსახურებდა.
გოჩა
09:03 04-04-2018
0
კრიშტიანუ მსოფლიოს #1 ფეხბურთელი,რომაა კიდევ ერთხელ დაამტკიცა,წელს მესამედ მოიგებს ლიგას( ზედიზედ) და მსოფლიო ჩემპიონიც გახდება!
batu
10:54 04-04-2018
9

სიახლეები პოპულარული