11:52 12-04-2018
დღის კითხვა. რეალი-იუვენტუსი. დასანიშნი იყო პენალტი? (+ გამოკითხვა)
AutoSharing Option
▶ ვინ არის მსაჯი მაიკლ ოლივერი, რომელიც სუპერპოპულარული გახდა
შინ 0:3 წაგების შემდეგ ტურინელებმა სტუმრად "რეალს" 3 გოლი გაუტანეს, ხოლო დამატებით 97-ზე წუთზე საკუთარ კართან პენალტი მიიღეს.
ბენატიას მოქმედება ვასკესზე მსაჯმა წესების დარღვევად ჩათვალა და 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც კრიშტიანო რონალდომ უნაკლოდ შეასრულა და "იუვენტუსის" ოცნებები დაასამარა.
საფეხბურთო სამყაროში უმეტესობა ამტკიცებს, რომ პენალტი დასანიშნი იყო, თუმცა გამოჩნდნენ ისეთები, ვინც საპირისპიროს ამბობს. თან, ვინმე გულშემატკივარი კი არა, არამედ ყოფილი ესპანელი (წარმოშობით ბასკი) მსაჯი.
ედუარდო იტურალდემ AS-თან საუბარში პენალტის ეპიზოდთან დაკავშირებით თქვა:
"უკნიდან შეხება საკმარისი არაა. ეს არ იყო პენალტი".
▶ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალი" 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გავიდა ნახევარფინალში[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 27 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რატომ არავინ არაფერს ამბობს კარებს უკან მდგარ მსაჯზე რომლის თვალწინ 4 მეტრში მოხდა ეს ეპიზოდი.გამორიცხული არ არის მანაც უკარნახა პენალიაო.თუ მას პენალის საკითხი არ ეხება?
0
0
რეალის ფანები და ნეიტრალურები იტყვიან იყოო,რადგა ჯარიმა იყო, ხოლო იუვეს და განსაკუთრებული არაობიექტურებით გამორჩეული ბარსას ფანები იტყვიან არაო. ამიტომ ჩაატარეთ მსაჯების გამოკითხვა.დადგინდება პროცენტულად სიმართლე.ისინი ყველაზე კომპეტენტურები არიან.
0
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული