ვინ არის მსაჯი მაიკლ ოლივერი, რომელიც სუპერპოპულარული გახდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ტურინის "იუვენტუსის" შეხვედრის არბიტრი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ზოგისთვის გმირი, ზოგისთვისაც კი ანტიგმირი გახდა.

გულშემატკივართა ნაწილი თვლის, რომ ინგლისელმა მომენტი სწორად განსაჯა და პენალტი მართლაც დასანიშნი იყო, ნაწილის აზრით კი, ის შეცდა.

მაშ ასე, ვინ არის მაიკლ ოლივერი?

33 წლის მაიკლ ოლივერი ინგლისში, ქალაქ აშინგტონში დაიბადა და მსაჯობასთან მამამ, კლაივმა დააკავშირა.  ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა რეფერი, რომელმაც 2007 წელს უემბლიზე იმსაჯა.

მას რამდენიმე ფინალი აქვს ნამსაჯი და მათ შორის, FA Community Shield-ის ფინალი "მანჩესტერ სიტისა" და ლონდონის "არსენალს"
შორის.

ის ასევე სჯიდა 2013 წელს "უემბლიზე" "უიგანისა" და "მილუოლის" Fa Cup-ის ნახევარფინალურ მატჩს.

ოლივერი 2012 წლიდან ასევე ფიფას ოფიციალური არბიტრიცაა და მას სანაკრებო მატჩების განსჯაც შეუძლია.

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალი" 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გავიდა ნახევარფინალში[VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული