იუპ ჰაინკესი: "რეალთან" მატჩის წინ კარგი წინათგრძნობა მაქვს

AutoSharing Option
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში "ბაიერნი" "რეალს" უმასპინძლობს. ამ თამაშის შესახებ კომენტარი "რეკორდმაისტერის" მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა გააკეთა:

"გუნდში ფანტასტიკური ატმოსფერო და საბრძოლო სულისკვეთებაა. მხოლოდ ასეთი განწყობით შეიძლება მიაღწიო წარმატებას და ეს ოპტიმიზმით აღმავსებს. ასეთი შემართებით მთები შეგიძლია გადააბრუნო. გუნდის მმართველობის სტილი არ შემიცვლია. ჩვენთან სხვადასხვა ტიპისა და ხასიათის ფეხბურთელები არიან. ვფიქრობ, ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თვისებაა - ვუხელმძღვანელო მათ.

ფავორიტს ვერ დავასახელებ, მაგრამ კარგი წინათგრძნობა მაქვს. ნახევარფინალში გათამაშებას უძლიერესები შემორჩნენ. "ლივერპულმა" და "რომამ" ფავორიტებს სძლიეს - "მანჩესტერ სიტის" და
"ბარსელონას".

რონალდო უნიკალურია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე უფრო ბალანსირებული გუნდი იმარჯვებს. ჩვენ ამ სეზონში 39 გოლის გამტანი ლევანდოვსკი გვყავს. ვინ შეაჩერებს მას?"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული