ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. I მატჩი: ჰაინკესის წინათგრძნობა არ გამართლდა, "რეალმა" "ბაიერნი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "რეალმა" მიუნხენში 2:1 დაამარცხა "ბაიერნი".

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-8 წუთზე შესაცვლელი გახდა ტრავმის გამო რობენი, რომლის მაგივრადაც მოედანზე ალკანტარა შევიდა. ამის შემდეგ ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა რეალური საგოლე მომენტი არც ერთი გუნდის კართან არ შექმნილა.

"რეკორდმაისტერი" მეტოქის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდა და ვითარებიდან გამომდინარე, ალოგიკური გოლი გაიტანა: კიმიხი მარსელოს მიერ მიტოვებული ფლანგიდან შეიჭრა თავისუფალ ზონაში და მახვილი კუთხიდან ანგარიში გახსნა. უნდა აღინიშნოს, რომ ნავასმა არგასაშვები ბურთი გაუშვა.

33-ე წუთზე ტრავმა ბოატენგმა
მიიღო და მიუნხენელთა თავკაცს იუპ ჰაინკესს მეორე იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. ცოტა ხანში კი რიბერი ნავასთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი ვერ დაიმორჩილა და ანგარიშის გაორების ჩინებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

სამაგიეროდ შანსი გამოიყენა მარსელომ, რომელმაც შორიდან დარტყმული ბურთი ულრაიხისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მოკლედ, მიუნხენურმა გუნდმა ზედ შესვენებაზე გასვლის წინ გაუშვა გოლი და თან, ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელის გარეშე დარჩა.

მეორე ტაიმში "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ისკო ასენსიოთი შეცვალა, ამ უკანასკნელმა რაფინიას შეცდომა გამოიყენა და სწრაფი კონტრიერიშისას წინ გაიყვანა "რეალი". საპასუხო შეტევისას კი ნავასმა არ დაანება რიბერის ანგარიშის გათანაბრება. ცოტა ხანში ლევანდოვსკიმ და მიულერმა ზედ კარის წინ შეუშალეს ერთმანეთს ხელი და ბურთის მადრიდელთა კარში გადაგზავნა ვერ მოახერხეს.

მერე რიბერის ისევ აუღო ნავასმა დარტყმული ბურთი. 71-ე წუთზე რონალდომაც გაიტანა გოლი, მაგრამ მსაჯმა ხელით თამაში დააფიქსირა. ცოტა ხანში კი შეცვლაზე შესულმა ბენზემამ ვერ შეძლო მიუნხენელთა მესამედ დამწუხრება. 87-ე წუთზე ლევანდოვსკიმ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა ბურთი მიზანს.

ერთი სიტყვით, "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე წააგო და ძალიან გაუჭირდება საპასუხო მატჩში. არადა, შეხვედრის წინ ჰაინკესმა თქვა, რომ კარგი წინათგრძნობა ჰქონდა და ამ სეზონში 39 გოლის გამტანი ლევანდოვსკის შეჩერება შეუძლებელი იქნებოდა.

მიუნხენი. "ალიანს არენა". 70 000 მაყურებელი
ბაიერნი - რეალი 1:2
გოლები: 1:0 კიმიხი (28), 1:1მარსელო (44), 1:2 ასენსიო (57)

ბაიერნი: ულრაიხი, კიმიხი, ბოატენგი (ზულე 33), ჰუმელსი, რაფინია, ხავი მარტინესი (ტოლისო 75), რობენი (ალკანტარა 8), რიბერი, ხამესი, მიულერი, ლევანდოვსკი

რეალი: ნავასი, კარვახალი (ბენზემა 67), რამოსი, ვარანი, მარსელო, კაზემირო (კოვაჩიჩი 83), კროოსი, მოდრიჩი, ვასკესი, ისკო (ასენსიო 46), რონალდო

მატჩის შემდგომი კომენტარები:

▶ ზინედინ ზიდანი: დავიტანჯეთ, მაგრამ კარგ შედეგს მივაღწიეთ
▶ იუპ ჰაინკესი: "რეალს" ორი გოლი ვაჩუქეთ, დანებებას არ ვაპირებთ
მკითხველის კომენტარები / 13 /
ფეხბურთში ლოგიკას რომ ეძებთ უკვე ცდებით. რეალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ამაში როგორ უნდა შეიტანო ეჭვი, როცა მესამე წელია ფაქტიურად ფინალშია და მესამედაც თუ მოიგო ლიგა ეგება მაშინ მაინც დადუმდეთ რეალის მოძულეები.
emigranti
26 აპრილი 2018 23:37
0
რეალის გოლები ხომ სულ ლოგიკური იყო :)
გიორგი
26 აპრილი 2018 14:57
0
ფაქტი ერთია რომ გუნდს თუ ორი დაახლოებით თანაბარი შემადგენლობა არა ყავს როგორიც შარშან რეალს ყავდა ჩ.ლ.-ზე და თავის ქვეყნის ჩემპიონობის მოგება ერთდროლად ფიზიკურად ძაან ძნელია.ამიტომ რეალმა ამოირჩია ჩ.ლ.
ბარსამ,სიტიმ და ბაიერნმა გადაწყვიტეს ყველაფრის მოგება და რაც მიიღეს ჩანს.მთავარი ტურნირიდან გამოვარდნენ.
თემო
26 აპრილი 2018 13:09
0
მე ანალოგიური სიტიზე ვთქვი და ზოგიერთი არ დამეთანხმა - სეზონის ფინიშზე დაიღალა გუნდი და გასაგებიცაა. 3 ფრონტზე გამარჯვება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება, უბრალოდ ბაიერნის ერთი და იგივე არ მესმის - გუნდის ხელმძღვანელობას ჩემპიონთა ლიგის მოგება 5 წლის წინანდელი ფეხბურთელებით უნდა და ასე არ გამოვა. გუშინდელ შეხვედრაში ბაიერნში ვეტერანი რიბერი საუკეთესო იყო. მითუმეტეს ბუნდესლიგას და თასს უპრობლემოდ იგებს და სხვებივით დაღლლიც არ უნდა იყოს.
გგგ
26 აპრილი 2018 15:55
0
ბავარიასგან უფრო მეტს ველოდი.
ამ თამაშში გამოჩნდა რომ რეალი შემადგენლობით რამოდენიმე თავით მაღლა იდგა მოწინააღმდეგეზე. გუნდს თადარიგში ყავდა ბეილი, ბენზემა, ასენსიო. ამით ყველაფერი ნათვამია.
რეალი თავისი შემადგენლობით შეიძლება ითქვას მსოფლიო ნაკრებია.
ბაირენი, რომა და ლივერპული ერთად რომ შეაერთო რეალს მაინც ვერ დაამარცხებენ
lasha
26 აპრილი 2018 13:03
0
გიორგიპირველი-ო. კი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ბურთი მრგვალია, მაგრამ აქ დიდ როლს თამაშობს საკუთარი კედლები. რომამ კი სენსაცია საკუტარ კედლებში გამოჭედა ბარსელონასთან. თუმცა არა მგონია ეს ლივეროულთანაც გამოუვიდეს. იქ ხომ სუპერვარსკვლავი მოჰამედ სალაჰია ფორმის პიკში.

soso
26 აპრილი 2018 13:01
0
ბაიერნს მეორე თამაშში რაღაც შანსები ექნება თუ გამოვლენ და მოედანზე ყველაფერს დადებენ, გუშინ მე ეს ვერ დავინახე. მეორე ტაიმში, ბოლო 20 წუთი ძალიან დაღლილად გამოიყურებოდნენ და ბურთს 35 წლის რიბერის აჩეჩებდნენ, გუშინ ბაიერნი არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელიც გამოვიდა და ყველაფრის ფასად მზადაა დაამარცხოს რეალისნაირი პრინციპული მოწინააღმდეგე. მეგონა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში წინა წლების შეცდომებს აღარ გაიმეორებდნენ, მაგრამ იგივე მოხდა
გულშემატკივარი
26 აპრილი 2018 11:55
1
ბაიერნმა გაიტანა ალოგიკური გოლი და რეალმა ორივე ლოგიკური??? კარგით რა.თამაშს მაინც უყურეთ ან შეეშვით ამ უაზრო სტატიების წერას
buje
26 აპრილი 2018 10:09
11
თუ იუვენტუსი სამით ნულს წააგებს ან რომა ოთხით ერთს ან ხუთით ორს,გასვლის შანსი აქვს და ბაიერნს ორით ერთზე - არა?
გიორგიპირველი
26 აპრილი 2018 08:06
1
ამას კლასით მოგება ქვია.
თემო
26 აპრილი 2018 02:11
2
ოგონდაც ეგენი ბარსელონას არ სჰეახვედრო და.....
adfas
26 აპრილი 2018 01:39
0
სადაა ბარსელონა რომ შეხვდეს?
(((((
26 აპრილი 2018 11:59
2

სიახლეები პოპულარული