ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრა "რეალსა" და "ბაიერნს" შორის 2:2 დასრულდა და ბლანკოსი ზედიზედ მესამედ გავიდა ფინალში.
პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე დამარცხებული (1:2) "ბაიერნი" რევანშით იმუქრებოდა და ისევე როგორც მიუნხენურ მატჩში, კიმიხმა დებიუტშივე გახსნა ანგარიში. ეს მისი მე-4 გოლია მიმდინარე გათამაშებაზე და ამას გარდა, 3 საგოლე გადაცემის ავტორია.
თუმცა, მასპინძლებმა მალევე აღადგინეს წონასწორობა - ბენზემამ მარსელოს პასით თავურით დალაშქრა ულრაიხის კარი. "რეალმა" ტურნირზე ზედიზედ 42-ე საშინაო თამაშში გაიტანა გოლი. ბოლოს "სამეფო გუნდმა" 2011 წელს "ბარსელონას" ვერ გაუტანა გოლი (0:2).
ამის შემდეგ პირველი ტაიმის დარჩენილი დრო გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა დაწინაურება და შესვენებაზე 1:1-ზე გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ 45-ე წუთზე კიმიხის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მარსელოს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა ჩაკირმა ჩათვალა, რომ თერთმეტმეტრიანი არ იყო.
მეორე ტაიმის დასაწყისში ულრაიხმა საშინელი შეცდომა დაუშვა, ბენზემამ დუბლი შეასრულა და "რეკორდმაისტერი" უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. 50-ე წუთზე ალაბას არ დაანება ნავასმა ანგარიშის გათანაბრება, მერე კი რონალდომ სამიოდ მეტრიდან ვერ გადაგზავნა ბურთი კარში, ხოლო 63-ე წუთზე ხამესმა თავის ყოფილ გუნდს გაუტანა გოლი და არ აღნიშნა.
ბავარიულმა გუნდმა იერიშები გააძლიერა და ნავასმა ტოლისოს მიერ დარტყმული, მიწიდან ასხლეტილი ბურთი საოცარ ნახტომში მოიგერია. ბოლოს "ბაერნი" შტურმზე გადავიდა, მაგრამ "რეალმა" გაუძლო და ზედიზედ მესამედ გავიდა ფინალში.
მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 81 000 მაყურებელი
რეალი - ბაიერნი 2:2
გოლები: 0:1 კიმიხი (3), 1:1 ბენზემა (11), 2:1 ბენზემა (46), 2:2 ხამესი (63)
რეალი: ნავასი, სერხიო რამოსი, მარსელო, ვარანი, მოდრიჩი, კროოსი, კოვაჩიჩი (კაზემირო 72), ვასკესი, ასენსიო (ნაჩო 88), რონალდო, ბენზემა (ბეილი 72)
ბაიერნი: ულრაიხი, ჰუმელსი, ალაბა, ზულე, კიმიხი, რიბერი, ხამესი (ხავი როდრიგესი 83), ალკანტარა, ტოლისო (ვაგნერი 75), მიულერი, ლევანდოვსკი
00:40 02-05-2018
ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალმა" "ბაიერნს" გაუძლო და ფინალში გავიდა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 10 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
არ შეიძლება თამაშიდან 11 მეტრიანი დარტყმა გაუქმდეს საერთოდ. დარჩეს მხოლოდ თამაშის შემდგომი პენალტები. ჯარიმა დაინიშნოს საჯარიმოში დარღვევის ადგილას. აღარ იქნება ამდენი დავები, იყო თუ არ იყო პენალტი.
2
1
მერამდენეჯერ უნდა გაათრიონ რეალი მსაჯებმა ? ბარემ პირდაპირ თასი მისცენ, ტურნირს რაღას ატარებენ ? მერემდენეჯერ უნდა ,,შეცდნენ" მსაჯები რეალის სასარგებლოდ ?
8
4
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული