"ბაიერნი ჩაკირის მსაჯობისგან აშკარად დაზარალდა, რომელმაც "რეალის" სასარგებლოდ ისევე იმსაჯა, როგორც შარშან ვიქტორ კაშაიმ.
"ბაიერნი" "ბერნაბეუზე" სამარცხვინო მსაჯობის მსხვერპლი შეიქნა. ჩაკირი ბლანკოსს მიუდგა. ეს ამ ტურნირის სამარცხვინო ფურცელია.
მან მარსელოს ხელით თამაში და სერხიო რამოსის ლევანდოვსკიზე უხეშობა არ დააფიქსირა. ის ისევე მოექცა ბავარიულ გუნდს, როგორც ვიქტორ კაშაი 2017 წლის 18 აპრილს.
თურქი არბიტრი "სამეფო გუნდს" კიევის ფინალში გასვლაში დაეხმარა. ის