მინუს ერთი გოლი - რა დაწერა ჯეიმს მილნერმა კურიოზული ავტოგოლის შემდეგ?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური დაპირისპირების განმეორებით მატჩში ჯეიმს მილნერმა საკუთარ კარში კურიოზული ავტოგოლი გაიტანა.

შეხვედრის მე-15 წუთზე დეიან ლოვრენი ბურთის ამოტანას ცდილობდა, რა დროსაც ბურთი მილნერს სახეში მოხვდა და კარში შევარდა.

"ვინმეს შეუძლია მირჩიოს, როგორ მოვიშორო ჩემპიონთა ლიგის ლოგო სახიდან? 9 ასისტი, მინუს ერთი გოლი", - დაწერა მილნერმა სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ მატჩი "რომას" გამარჯვებით, 4:2 დასრულდა, თუმცა ფინალში მაინც მერსისაიდელები გავიდნენ.

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი: "ლივერპულმა" 4 გოლი გაუშვა, მაგრამ მაინც გავიდა ფინალში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული