არტურო ვიდალი: ვიდეოგამეორება რომ ყოფილიყო, "ბაიერნს" ახლა ჩემპიონთა ლიგა ორით მეტჯერ ექნებოდა მოგებული

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა განაცხადა, რომ კატალონიელებთან ერთად ყველა ტიტულის მოგებას აპირებს.

პრიორიტეტული კი, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა თასის აწევა იქნება.

"ბარსელონაში პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება. ვიცი, რომ ამ კლუბმა ეს ბევრჯერ გააკეთა, თუმცა ანალოგიურის გამეორება მეც მსურს".

ვიდალს ასევე შეეკითხნენ, რომ არა მსაჯის შეცდომები, ექნებოდა თუ არა "ბაიერნს" შანსი ჩემპიონთა ლიგის მოგების ბოლო სეზონებში.

"ვიდეოგამეორება რომ ყოფილიყო, "ბაიერნს" ახლა ჩემპიონთა ლიგა ორით მეტჯერ ექნებოდა მოგებული", - განაცხადა ვიდალმა.

altარტურო ვიდალი: "ბარსელონასთვის" მოედანზე თავს მოვიკლავ

altარტურო ვიდალი: იმედი მაქვს,

მესის ჩემი განცხადებები სერიოზულად არ მიუღია
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა რონალდოს კითხე ჩესნად ქონია ხუთი ლიგა მოგებული ლოლზ
peresisi dedac
15:07 24-08-2018
0

სიახლეები პოპულარული