არტურო ვიდალი: იმედი მაქვს, მესის ჩემი განცხადებები სერიოზულად არ მიუღია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალწვეულ არტურო ვიდალს იმედი აქვს, რომ ლიონელ მესის მისი განცხადებები სერიოზულად არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ მან არგენტინელი რამდენჯერმე ცინიკურად მოიხსენია. განსაკუთრებით კი ეს კოპა ამერიკის ფინალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"იმედი მაქვს, მესის ჩემი განცხადებები სერიოზულად არ მიუღია. მე მხოლოდ ვხუმრობდი.

ლიონელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ არგენტინაში დიდი მხარდაჭერა არ აქვს", - აღნიშნა ვიდალმა.

"ბარსელონას" ვიდალის ტრანსფერი 20-25 მილიონი ევრო დაუჯდება.

alt"ბარსელონამ" არტურო ვიდალის ტრანსფერი გაჩარხულად გამოაცხადა

altროგორ "ჩაუშვა" არტურო ვიდალი მისმა შვილმა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემო არტურო მესის ეგ გამცხადებები რო ცუდად გაეგო დამიჯერე დაიბლოკებოდა შენი ტრანსფერი
ნოდო
22:55 05-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული