იყო თუ არა ლეროი სანეს მომენტში პენალტი? - გვარდიოლა მსაჯობით უკმაყოფილოა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა "ჰოფენჰაიმთან" (2:1) ჩემპიონთა ლიგის მატჩის მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა.

"არ მინდა მსაჯობაზე საუბარი, რადგან მინდა მომდევნო შეხვედრაში ჩემს ფეხბურთელებთან ერთად სათადარიგოთა სკამზე ვიჯდე. ვიცი, რა მოხდა "მონაკოსთან" შეხვედრაში "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. არ მინდა ამაზე საუბარი, არ მინდა", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.com-ი.

შეხვედრის 73-ე წუთზე ლეროი სანე მეტოქე გუნდის მეკარესთან პირისპირ გავიდა და ოლივერ ბაუმანთან კონტაქტის შემდეგ საჯარიმოში დაეცა. არბიტრმა პენალტი არ დანიშნა, რითაც სავარაუდოდ, უკმაყოფილოა გვარდიოლა.

შეგახსენებთ, რომ "სიტიმ" გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე
გაიტანა.

altჩემპიონთა ლიგა. II ტური: "რეალის" კრახი მოსკოვში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ასპროცენტიანი თერთმეტმეტრიანი. აშკარა კონტაქტია მეკარისა თავდამსხმელთან.
საინტერესოა მსაჯებს რაიმე სახის ჯარიმა ან საყვედური თუ ეკუთვნით ასეთი მომენტების გარჩევის შემდეგ?
ირაკლი
17:44 03-10-2018
0
რას ჰქვია სავარაუდოდ უკმაყოფილოა?ნაღდი პენალტი წაგართვან 1-1 ზე და კმაყოფილი დარჩე?აბსურდი გამოდის.
სოსო
12:53 03-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული