12:12 03-10-2018
იყო თუ არა ლეროი სანეს მომენტში პენალტი? - გვარდიოლა მსაჯობით უკმაყოფილოა [VIDEO]
AutoSharing Option
"არ მინდა მსაჯობაზე საუბარი, რადგან მინდა მომდევნო შეხვედრაში ჩემს ფეხბურთელებთან ერთად სათადარიგოთა სკამზე ვიჯდე. ვიცი, რა მოხდა "მონაკოსთან" შეხვედრაში "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. არ მინდა ამაზე საუბარი, არ მინდა", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.com-ი.
შეხვედრის 73-ე წუთზე ლეროი სანე მეტოქე გუნდის მეკარესთან პირისპირ გავიდა და ოლივერ ბაუმანთან კონტაქტის შემდეგ საჯარიმოში დაეცა. არბიტრმა პენალტი არ დანიშნა, რითაც სავარაუდოდ, უკმაყოფილოა გვარდიოლა.
შეგახსენებთ, რომ "სიტიმ" გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე გაიტანა.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
საინტერესოა მსაჯებს რაიმე სახის ჯარიმა ან საყვედური თუ ეკუთვნით ასეთი მომენტების გარჩევის შემდეგ?