6 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის პირველ სათამაშო დღეს დარჩენილი 6 მატჩი ჩატარდა.
"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ტრავმამორჩენილი ლეო მესის თამაში ვერ გარისკა და მისი გუნდი "ინტერს" დაუზავდა. პრინციპში, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს შედეგი ორივე გუნდისთვის მისაღები იყო. "ბარსაში" პირველი გოლი გაიტანა მალკომმა. ბლაუგრანა მიჯრით მეთვრამეტედ გავიდა ჯგუფიდან.
"ატლეტიკომ" სახლში 2:0 სძლია "დორტმუნდს" და შეწყვიტა მისი 17-მატჩიანი წაუგებელი სერია.
"ტოტენჰემმა" თამაში შემოუტრიალა პსვ-ს და
2:1 დაამარცხა.
სულ ტყუილი გამოდგა "ლოკომოტივის" მწვრთნელის იური სიომინის იმედი, რომ "პორტუსთან" ქულას მაინც აიღებდნენ და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გაუჩნდებოდათ. რუსეთის პირველობაზე ეს გუნდი წარმატებით კი ასპარეზობს, მაგრამ ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე უჭირს - უბრალოდ, დონე არ ჰყოფნის, თორემ მათ ჯგუფში ევროგრანდები ნამდვილად არ არიან. საბა კვირკველია დისკვალიფიცირებული იყო.
"ნაპოლისა" და პსჟ-ს შეხვედრა 1:1 დასრულდა. სლოვაკმა ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა "ნაპოლიში" 512-ე მატჩი ჩატარა და რეკორდსმენი გახდა. მასვე ეკუთვნის თავის გუნდში გატანილი გოლების რეკორდი - 120.
A ჯგუფი
მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო". 65 000 მაყურებელი
ატლეტიკო - დორტმუნდი 2:0
გოლები: 1:0 საული (33), 2:0 გრიზმანი (80)
B ჯგუფი
მილანი. "სან სირო". 73 500 მაყურებელი
ინტერი - ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 მალკომი (83), 1:1 იკარდი (87)
ლონდონი. "უემბლი". 46 588 მაყურებელი
ტოტენჰემი - პსვ 2:1
გოლები: 0:1 დე იონგი (2), 1:1 კეინი (78), 2:1 სეინსბერი (89, საკ. კარში)
C ჯგუფი
ნეაპოლი. "სან პაოლო". 55 489 მაყურებელი
ნაპოლი - პსჟ 1:1
გოლები: 0:1 ბერნატი (45), 1:1 ინსინიე (63, პენ)
D ჯგუფი
გელზენკირხენი. "ველტინს არენა". 54 740 მაყურებელი
შალკე - გალათასარაი 2:0
გოლები: 1:0 ბურგსტალერი (4), 2:0 უტი (57)
პორტუ. "დრაგაო". 34 616 მაყურებელი
პორტუ - ლოკომოტივი 4:1
გოლები: 1:0 ერერა (2), 2:0 მარეგა (42), 2:1 ფარფანი (59), 3:1 კორონა (67), 4:1 ოტავიო (90+3)