კვირკველიას "ლოკომოტივს" ევროპა ლიგაზე გასვლაც გაუჭირდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე მატჩიც წააგო "ლოკომოტივმა" (პორტუსთან 1:4), ჯგუფში ჩარჩა და ახლა ევროპა ლიგაზე გასასვლელად იბრძოლებს, თუმცა უქულოდ მყოფს ამის მიღწევა ძალიან გაუჭირდება, რადგან მესამე ადგილზე მყოფ "გალათასარაის" 4 ქულა აქვს.

"ლოკოს" მცველი საბა კვირკველია წინა ტურში "პორტუსთან" შეხვედრაში გააძევეს და პორტუგალიურ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო, თუმცა გუნდს გაჰყვა და "დრაგაოზე" ივარჯიშა.

ნამატჩევს კომენტარი "რკინიგზელთა" მწვრთნელმა იური სიომინმა გააკეთა.

"როგორი შანსი გვაქვს ევროპა ლიგაზე გასასვლელად? ბრძოლას გავაგრძელებთ. რამ შეგვიშალა ხელი შედეგის მიღწევაში: ნერვებმა, გამოუცდელობამ თუ კლასში სხვაობამ? ყველაფერმა ერთად.

ჩემპიონთა
ლიგა შეცდომებს არ გპატიობს. აქ უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. ბევრი კომბინაციები იყო, თავდასხმაში ურიგოდ არ გავრჯილვართ. არ გვქონდა ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის".

28 ნოემბერს, შემდეგ ტურში "ლოკომოტივი" "გალათასარაის" მასპინძლობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული