მერვედფინალი 1/8
შალკე
0
:
0
სიტი
ატლეტიკო
0
:
0
იუვენტუსი
იუნაიტედი
0
:
2
პსჟ
ტოტენჰემი
3
:
0
დორტმუნდი
ლიონი
0
:
0
ბარსელონა
რომა
2
:
1
პორტო
აიაქსი
1
:
2
რეალი
ლივერპული
0
:
0
ბაიერნი
more

ჩემპიონთა ლიგა. V ტური: 8 გუნდი პლეი-ოფშია - ხოჭოლავას "შახტარმა" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად "ლიონს" უნდა სძლიოს [VIDEO]

AutoSharing Option
27 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის პირველი სათამაშო დღის დარჩენილი მატჩები გაიმართა.

"რეალი", "რომა", "აიაქსი", "იუვენტუსი", "ბაიერნი", "მანჩესტერი" და "მანჩესტერ სიტი" პლეი-ოფში გავიდნენ. ადრე სემდეგი ეტაპის საგზური "ბარსელონამ" მოიპოვა.

"ბაიერნმა" რიგი წარუმატებელი შეხვედრების შემდეგ საკუთარ მოედანზე "ბენფიკა" 5:1გაანადგურა. რობენმა და ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულეს, ამ უკანასკნელმა ტურნირზე 51-ე გოლი გაიტანა  (77 მატჩში), რაც ისტორიაში მე-6 შედეგია.

"შახტარის" მწვრთნელმა ფონსეკამ გერმანიაში "ჰოფენჰაიმთან" თავისი გუნდი 5 მცველით ათამაშა, ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა ძირითად დააყენა და დონბასელები 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა მალე 2 საპასუხო გოლი
გაუშვეს. მე-60 წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ზინსჰაიმელ სალაის და მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ და კომპენსირებულ დროში დონეცკელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ტაისონმა გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:3. პლეი-ოფში გასასვლელად "შახტარს" ბოლო ტურში" "ლიონის" დამარცხება სჭირდება.


"იუვენტუსმა" "ვალენსია" 1:0 დაამარცხა. გოლი მანძუკიჩის ანგარიშზეა. მან ზედიზედ მესამე მატჩი გაიტანა გოლი.

"რეალმა" გასვლაზე" 2:0 მოუგო "რომას" და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, "რომა" მეორეთი.

"მანჩესტერ სიტი" ორჯერ აგებდა სტუმრად "ლიონთან" და ფრეს მიაღწია. აგუერომ ტურნირზე მიჯრით მე-6 გასვლით მატჩში გაიტანა გოლი.

E ჯგუფი
მიუნხენი. "ალიანს არენა"
ბაიერნი - ბენფიკა 5:1
გოლები: 1:0 რობენი (13), 2:0 რობენი (30), 3:0 ლევანდოვსკი (36), 3:1 ფერნანდესი (46), 4:1 ლევანდოვსკი (51), 5:1 რიბერი (77)


F ჯგუფი
ლიონი. "გრუაპამა"
ლიონი - მანჩესტერ სიტი 2:2
გოლები: 1:0 კორნეტი (55), 1:1 ლაპორტე (62), 2:1 კორნეტი (81), 2:2 აგუერო (83)


ზინსჰაიმი. "რეინ არენა"
ჰოფენჰაიმი - შახტარი 2:3
გოლები: 0:1 ისმაილი (14), 0:2 ტაისონი (15), 1:2 კრამარიჩი (18), 2:2 ცუბერი (40), 2:3 ტაისონი (90+2)
გაძევება: სალაი (69, ჰოფენჰაიმი)


G ჯგუფი
რომი. "ოლიმპიკო"
რომა - რეალი 0:2
გოლები: 0:1 ბეილი (47), 0:2 ვასკესი (59)


H ჯგუფი
ტურინი. "ალიანს სტადიუმი"
იუვენტუსი - ვალენსია 1:0
გოლი: 1:0 მანძუკიჩი (59)


მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი"
მანჩესტერი - იანგ ბოიზი 1:0
გოლი: ფელაინი (90+1)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული