ვინისიუსმა "რეალს" ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა მოსთხოვა

AutoSharing Option
Cadena SER-ის ცნობით, ვინისიუსს უნდა "რეალმა" ხელფასი 25 მილიონ ევრომდე მოუმატოს (ხელზე აღებით), მისმა აგენტმა კი მადრიდულ კლუბთან რამდენიმე შეხვედრა გამართა.

თუ ბრაზილიელმა ამას მიაღწია, გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება და კილიან მბაპეზე და ჯუდ ბელინგემზე 10 მილიონზე მეტს აიღებს. "რეალმა" ვინისიუსს უარი უთხრა, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება.

"სამეფო კლუბში" მიაჩნიათ, რომ თუ ვინისიუსს მოთხოვნა დაუკმაყოფილეს, მბაპე და ბელინგემი გასამრჯელოს გაზრდას მოითხოვენ. ჟურნალისტ ანტონიო რომეროს აზრით, ვინისიუსს მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ.

ასეთ შემთხვევაში მან შეიძლება კარიერა საუდის არაბეთის რომელიმე კლუბში გააგრძელოს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რეალი არის სააქციო საზოგადოება და არა შეიხების კლუბი რომ ამხელა ხელფასები იხადოს, ერთს გაუზრდი მაშინ დანარჩენებსაც უნდა გაუზარდო, არ მგონია პერესი ამაზე დათანხმდეს, აგერ ბელინგემმაც მოითხოვა უკვე ხელფასის გაზრდა, ვინიზე ნაკლები ნამდვილად არ არის, პერესი ვინის უფრო ადვილად შეელევა ვიდრე ეს თავად ვინის წარმოუდგენია, მითუმეტეს მბაპე მარცხენა ფლანგზე არანაკლებ პროდუქტიული იქნება, ზაფხულამდე თუ ვერ მორიგდნენ დიდი ალბათობით გაყიდიან პსჟ-ში.
მამუკა
05:32 15-02-2025
2
წავიდეს საუდის არაბეთში. რეალის მარცხენა ფლანგზე ადგილი გაათავისუფლოს.
უფროსი
04:14 15-02-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული