პეპ გვარდიოლა: "ლიონი" ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტოქეა, ვისთანაც ოდესმე მითამაშია

AutoSharing Option
გუშინ, 27 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში ინგლისის ჩემპიონმა "მანჩესტერ სიტიმ" "ლიონი" ვერ დაამარცხა (2:2), მეტიც - თამაშს ორჯერ აგებდა.

სტუმართა დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე მეტოქე შეაქო და "ლიონს" ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტოქე უწოდა, ვისაც კი ოდესმე შეხვედრია.

"მოხარული და ბედნიერი ვარ, ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, ვისთანაც ოდესმე მითამაშია. ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან და შეტევაში გადასვლა შესანიშნავად შეუძლიათ. ხალხი ამბობს, რომ ფრანგული ლიგა მხოლოდ პსჟ-ია, მაგრამ ისინი ცდებიან. ყოველთვის, როცა ფრანგულ გუნდთან მითამაშია, ისინი ფიზიკურად ძალიან ძლიერები
იყვნენ. აი, ამიტომაც არიან მსოფლიო ჩემპიონები. მათ მაღალი ხარისხი აქვთ, ბურთს არ კარგავენ, არიან ძლიერები და სწრაფები", - განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ სიტიმ" "ლიონს" ვერც პირველი მატჩი მოუგო, ფრანგულმა კლუბმა "ეტიჰადზე" ინგლისელები 1-2 დაამარცხა.

altჩემპიონთა ლიგა. V ტური: 8 გუნდი პლეი-ოფშია - ხოჭოლავას "შახტარმა" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად "ლიონს" უნდა სძლიოს [VIDEO]

altგვარდიოლა: თუ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ, ეს სეზონი ჩვენთვის ჩაგდებული იქნება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული