ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: რეალმა ამსტერდამში გაიმარჯვა - სოლარი ამტკიცებს, რომ ტურნირი მიჯრით მეოთხედ უნდა მოიგონ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "რეალმა" სტუმრად 2:1 მოუგო "აიაქსს".

"რეალის" წარმატებებით აღფრთოვანებულმა მისმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ განაცხადა, რომ მათთვის შეუძლებელი არაფერია და ეს ტურნირი ზედიზედ მეოთხედ უნდა მოიგონ. მან თავდამსხმელი გარეთ ბეილი სასტარტოში დააყენა, ხოლო მცველი მარსელო - არა. მარსელო მას დაპირდა, რომ მაგრად ივარჯიშებს, რამდენიმე დღეში 3 კილოგრამს დაიკლებს და ფორმაში ჩადგება.

მომენტები პირველ ტაიმში ბევრი არ ყოფილა. 37-ე წუთზე კურტუამ დე იონგის დარტყმული ბურთი მოიგერია, ტალიაფიკომ კი დამატებაზე ყველას დაასწრო და ამსტერდამელებმა გოლის აღნიშვნა დაიწყეს,
მაგრამ სლოვენიელმა მსაჯმა დამირ სკომინამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი არ ჩათვალა. ეს ამ ტურნირზე VAR-ის სისტემის პირველი გამოყენება იყო.

მე-60 წუთზე ვინისიუსი მაზრაუის გაექცა, ბენზემას გადააწოდა ბურთი და 0:1. 75-ე წუთზე კი ზიეშმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ბლანკოსმა მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება - თავი ასენსიომ გამოიჩინა.

სერხიო რამოსმა "რეალში" მე-600 შეხვედრა ჩაატარა და ეს ამ გუნდის ისტორიაში მე-7 შედეგია. მან მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო და 6 მარტს განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს.

"რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეშვიდედ სძლია "აიაქსს" და ეს ამ ტურნირის რეკორდია.

ვინისიუსმა ამ სეზონში მე-10 საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს ამ სეზონში "რეალში" საუკეთესო მაჩვენებელია.

"აიაქსის" კაპიტანი 19 წლის მატეი დე ლიგტი იყო. ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი პლეი-ოფში არც ერთი გუნდის კაპიტანი არ ყოფილა.

ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი". 53 497 მაყურებელი
აიაქსი - რეალი 1:2
გოლები: 0:1 ბენზემა (60), 1:1 ზიეში (75), 1:2 ასენსიო (87)
აიაქსი: ონანა, ტალიაფიკო, ბლინდი, დე ლიგტი, მაზრაუი, დე იონგი, ვან დე ბეკი, ზიეში, ნერესი, შონე (დოლბერგი 73), ტადიჩი

რეალი: კურტუა, კარვახალი, რამოსი, ნაჩო, კროოსი, ბენზემა (ასენსიო 73), მოდრიჩი, ბეილი (ვასკესი 61), კაზემირო, რეგილიონი, ვინისიუსი (დიასი 80)

მკითხველის კომენტარები / 15 /
რეალი მოიგებს ისევ აბა ვინ უნდა მოიგოს. პსჟ გვინდა მეოთხედფინალში უნდა ვატიროთ:)
გოგა
17:25 14-02-2019
9
varდრიდის რეალია
barsa
15:55 14-02-2019
1

სიახლეები პოპულარული