"რეალთან" ჩემპიონთა ლიგაზე გაუქმებულ გოლზე კომენტარი "აიაქსის" ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა გააკეთა.
"გუნდურად კარგად ვითამაშეთ. ძალიან ცუდია, რომ გოლი გაგვიუქმეს.
შესაძლოა, რაღაც ასეთი ადვილად გააკეთონ დიდი კლუბის სასარგებლოდ. ჩვენც მოგვსვლია მსგავსი რამ.
კარგად თამაში გავაგრძელეთ და შანსები გვქონდა. სამწუხაროა, რომ ვერ გამოვიყენეთ", - განუცხადა დე იონგმა BBC-ს.